ფეხბურთი

15:45 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 – "ბუნდესნაკრები" როისის გარეშე და გომესთან ერთად

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ლიოვის 23 კაციან სიაში ვერ მოხდა მარკო როისი, რომელიც ტრავმირებულია. "დორტმუნდის" შემტევს მოგეხსენებათ, ტრავმის გამო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატიც გაუცდა. მოკლედ, მარკოს თავს უიღბლობა ტრიალებს.

როისის გარდა საფრანგეთში არ ითამაშებენ სებასტიან რუდი, ლეროი სანე, კარიმ ბელარაბი და იულიან ბრანდტი.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”)

მცველები: შოკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”, ესპანეთი), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), ემრე ჩანი (“ლივერპული”, ინგლისი), ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), ანტონიო რუდიგერი (“რომა”, იტალია)

ნახევარმცველები: სამი ხედირა (“იუვენტუსი”, იტალია), ბასტიან შვაინშტაიგერი (“მანჩესტერი”, ინგლისი), მესუტ იოზილი (“არსენალი”, ინგლისი), ანდრე შურლე (“ვოლფსბურგი”), ტონი კროოსი (“რეალი”, ესპანეთი), მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), იულიან დრაქსლერი (“ვოლფსბურგი”), ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), იულიან ვეიგლი (“დორტმუნდი”)

თავდამსხმელები: ტომას მიულერი (“ბაიერნი”), მარიო გომესი (“ბეშიქთაში”, თურქეთი), ლუკას პოდოლსკი (“გალათასარაი”, თურქეთი)

გერმანიის ნაკრები ქვეჯგუფში უკრაინის, პოლონეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.116227