ჭადრაკი

14:17 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ლიდერთა ხუთეულშია

კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში მიმდინარე ევროპის მე-17 საჭადრაკო ევროპის ჩემპიონატის 5 ტურის თავზე 4.5-4.5 ქულით 5 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავაც (2661) იმყოფება.

დამატებითი მაჩვენებლებით, ჯობავა მე-2 ადგილზეა, მის გარდა კი, ლიდერებში პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი (2722), რუსი ერნესტო ინარკიევი (2686), ხორვატი ივან სარიჩი (2650) და პირველ ნომრად განთესილი ჩეხი დავიდ ნავარაც (2735) იმყოფებიან.

გასულ ტურში ჯობავა შავი ფიგურებით რუს ნიკიტა ვიტიუგოვს (2721) დაუზავდა, ასევე ყაიმით დასრულდა ინარკიევის და ვოიტაშეკის პარტია, ნავარამ შავებით ბელარუს სერგეი ჟიგალკოს (2647) სძლია, სარიჩმა კი ასევე შავი ფიგურებით ბელარუსივე ვლადისლავ კოვალევი (2562) დაამარცხა.

11 ტურად მიმდინარე ევროპირველობის მე-6 ტური 17 მაისს ჩატარდება. ჯობავა თეთრებით ინარკიევს ეთამაშება. საინტერესო იქნება ვოიტაშეკი-ნავარას და სარიჩი-მაქსიმ მატლაკოვის (რუსეთი, 2693) პარტიებიც.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთაგან საუკეთესო ზურაბ სტურუას (2548) 3.5 ქულით მე-20 ადგილი უკავია. მერაბ გაგუნაშვილი (2569) ასევე 3.5 ქულით 35-ეა, ლევან ფანცულაია (2613) და თორნიკე სანიკიძე (2537) კი, 3.0-3.0 ქულით, 64-ე და 65-ე პოზიციებზე იმყოფებიან.

0.110235