ნიკა ჭანტურიას კარიერაში ტრავმები ხშირია და სამწუხაროდ, დიდი პერიოდიც უცდება. თბილისის “ლოკომოტივის” 21 წლის მცველს მენისკი აწუხებს, ერთი კვირის წინ გაიკეთა ოპერაცია.
“ახლა უკეთ ვარ, მაგრამ დამტანჯა ტრავმებმა. იმედია, ბოლო იყო და როცა ვარჯიშს დავიწყებ, სტაბილურობა უნდა დავიბრუნო. ნაოპერაციებ ფეხზე მენისკის ტრავმა მივიღე. თვენახევარი, მაქსიმუმ კი ორი თვე გამიცდება. ძაფხულის შეკრებაზე კი კარგად ვიქნები” – გვითხრა ჭანტურიამ.
შეგახსენებთ, ნიკა ჭანტურია “ლოკომოტივის” აღზრდილია, შემდეგ თბილისის “დინამოში” გადავიდა და ამ ზამთარს ისევ “ლოკომოტივს” დაუბრუნდა. ჭანტურია ყველა კლუბში, სადაც ყოფილა, კაპიტანი გახლდათ. ასევე კაპიტანი გახლდათ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც.