ფეხბურთი

11:14 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 – პირლო მატარებელს ჩამორჩა, ვრცელ სიაში ჯერ არც ბუფონია...

ანდრეა პირლო ევროპის 2016 ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს – ანტონიო კონტემ “სკუადრა აძურას” 28 კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, თუმცა მასში ლეგენდარული ნახევარმცველის ადგილი ვერ მოიძებნა. სამაგიეროდ, სიაშია იტალიელთა კიდევ ერთი გამოცდილი წევრი, დანიელე დე როსი.

აღსანიშნავია, რომ კონტემ ნაკრებში არ უხმო ტურინის “იუვენტუსისა” და “მილანის” ფეხბურთელებს, რადგან ეს გუნდები ჯერ იტალიის თასის ფინალისთვის ემზადებიან. ერთადერთი გამონაკლისი მცველი ლეონარდო ბონუჩია, რომელიც კოპა იტალიის ფინალს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს. აქვე გეტყვით, რომ კონტეს ნუსხაში 7 დებიუტანტია.

სხვა მხრივ, იტალიელთა შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: ფედერიკო მარკეტი (“ლაციო”), ანტონიო მირანტე (“ბოლონია”), მარკო სპორტიელო (“ატალანტა”)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (“სასუოლო”), დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), არმანდო იცო (“ჯენოა”), ანჯელო ოგბონა (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ლორენცო ტონელი (“ემპოლი”)

ნახევარმცველები: მარკო ბენასი (“ტორინო”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), დანილო კატალდი (“ლაციო”), დანიელე დე როსი (“რომა”), ლორენცო დე სილვესტრი (“სამპდორია”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ემანუელე ჯაკერინი (“ბოლონია”), ჟორჟინიო (“ნაპოლი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), რობერტო სორიანო (“სამპდორია”), დავიდე ძაპაკოსტა (“ტორინო”)

თავდამსხმელები: ფაბიო ბორინი (“სანდერლენდი”, ინგლისი), ედერი (“ინტერი”), ჩირო იმობილე (“ტორინო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), ლეონარდო პავოლეტი (“ჯენოა”), გრაციანო პელე (“საუთჰემტპონი”)

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ბელგიის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

0.116073