“მინესოტა ტიმბერვულვზის” ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალბედად აღიარეს. აღსანიშნავია, რომ თაუნსი მხოლოდ მე-5 კალათბურთელი გახდა, რომელსაც აღნიშნული ჯილდო ერთხმად მიანიჭეს. 130-ვე შემთხვევაში, მას გამოკითხულებმა პირველი ადგილი მიანიჭეს.
მე-2 პოზიცია “ნიქსის” წევრ კრისტაპს პორზინგისს ერგო, მე-3 დენვერელი ნიკოლა იოკიჩი გახდა, შემდეგ კი დევინ ბუკერი (“ფინიქსი”), ჯალილ ოკაფორი (“ფილადელფია”) და ჯასტის უინსლოუ (“მაიამი”) გავიდნენ.
2015 წლის დრაფტზე პირველ ნომრად არჩეულმა თაუნსმა რეგულარულ ჩემპიონატში 82 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 32 წუთში 18.3 ქულას, 10.4 მოხსნას, 2.0 პასს და 1.7 დაფარებას აგროვებდა.
საინტერესოა, რომ გასულ სეზონში საუკეთესო ახალბედას პრიზი თაუნსის თანაგუნდელმა ენდრიუ უიგინსმა მიიღო.