რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სამბისტების ანგარიშზე 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალია. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის ქართველი გახდა – ნინო ოძელაშვილმა (72) პირველობა არავის დაუთმო. ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმაც (+100).
ვერცხლის მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნადარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დასჯერდნენ.
www.msy.gov.ge