რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან პრის ეტაპზე, წარმატებით გამოვიდა ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელიც რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია.
ფაჟავამ მრავალჭიდში 72.850 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს დასჯერდა, გურზებით შეჯიბრებაში კი – 19.000 ქულით ოქროს მედალი დაისაკუთრა. სალომეს რგოლით ვარჯიშში ნაჩვენებმა 18.500-მა ქულამ ვერცხლის მედალი მოუტანა. ბელარუსმა სტანიუტამ ჩვენებურს მხოლოდ 0.5 ქულით აჯობა. 18.450 ქულით მესამე იყო დინა ავერინა. ფაჟავამ მეორე ვერცხლი 18.700 ქულით ლენტით ვარჯიშში მოიგო და ჯამში ბუქარესტში სამი მედალი მოიპოვა – ოქრო და ორი ვერცხლი.
www.msy.gov.ge