ფეხბურთი

20:30 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისმა მაკარიძე გამოიძახა

პორტუგალიური "ფეირენსეს" მეკარე გიორგი მაკარიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. ამის შესახებ 26 წლის მეკარემ worldsport.ge-ს თავად უთხრა. ვლადიმირ ვაისის "ჯვაროსნების" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მერე, მაკარიძე ნაკრებში პირველად გამოიძახეს. მარტში იგი ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ტრავმის გამო დააკლდა.

შეგახსენებთ, მაკარიძეს "ფეირენსეში" საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა და მისმა გუნდმა პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს - "ჯვაროსნები" მიმდინარე თვის მიწურულსა და ივნისის დასაწყისში სამ ამხანაგურ თამაშს გამართავენ: სლოვაკეთთან, რუმინეთთან და ესპანეთთან.

0.122802