ჭადრაკი

13:27 | 16.05.2016 | ნანახია 861 - ჯერ

ჯობავა ლიდერთა შორისაა

კოსოვოში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა ბაადურ ჯობავამ (2661).

ქართველმა მოჭადრაკემ რუმინელ მირჩეა-ემილიან პარლიგრასთან (2599) თეთრებით იმარჯვა და 4-დან 4 ქულით პირველობას რადოსლავ ვოიტაშეკთან (პოლონეთი, 2722) და ერნესტო ინარკიევთან (რუსეთი, 2686) ერთად ინაწილებს.

მეხუთე ტურში ჯობავა შავი ფიგურებით რუსეთის წარმომადგენელ, ნიკიტა ვიტიუგოვს (2721) დაუპირისპირდება, რომელიც 3.5 ქულით მე-10 ადგილზეა. დანარჩენ ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ამგვარია:

14. ზურაბ სტურუა (2548) – 3 ქულა

34. მერაბ გაგუნაშვილი (2569) – 3 ქულა

52. ლევან ფანცულაია (2613) – 3 ქულა

58. თორნიკე სანიკიძე (58) – 2.5 ქულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:18 | 21.07.2016
maestro10 (13745)

Fachlia 5.8 Barbosa 8 ra mayutze tqva zazam uari minimum 10-12limons zaralobs

0.064092
861