კალათბურთი

11:05 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 6 ქულა უმოტივაციო მატჩში

„მორაბანკ ანდორასთვის“, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს, ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 ტურს აზრი დაკარგული აქვს. ანდორელები ვერც პლეი ოფში მოხვდნენ და არც ქვედა ლიგაში გავარდნა ემუქრებათ. შესაბამისად, შერმადინის გუნდს 2 უმოტივაციო მატჩის გამართვა უწევს, რომელთაგან ერთ-ერთი გასულ, 33-ე ტურში ითამაშა.

გიორგი შერმადინმა გასულ 2 ტურში კარიერის საუკეთესო მატჩები ჩაატარა, მაგრამ გასულ ტურში, რიო ნატურასთან“ მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა. ანდორელებმა ცხრილში მათზე დაბლა მყოფ ნატურელებთან შინ 74:84 წააგეს.

შერმადინმა არასრული 21 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად გუნდში უმეტესი 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულით ანდორელებს ლუკა ბოგდანოვიჩმა ულიდერა.

შერმადინის გუნდს 12 მოგება და 21 მარცხი აქვს, ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება და მიმდინრე სეზონის ბოლო მატჩს 22 მაისს, სტუმრად „ვალენსიასთან“ გამართავს.

www.gbf.ge

0.147902