როგორც იცით, დღეს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასი მოიგო. გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა ფინალში ისრაელს სძლიეს (2:2, პენალტებში 4:2) და რვა გუნდს შორის, პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ორი ჩვენიანიც მოხვდა. რჩეულ მეკარედ დემეტრე ბულისკერია (“დინამოს აკადემია”) დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მცველი ივა გელაშვილი (“სპარტა”, პრაღა) გახდა.
ქართველებმა ტურნირზე 7 გოლი გაიტანეს: თემურ გაბუნიამ (2), ზურაბ დავითაშვილმა, გიორგი ივანიაძემ, ბექა დარცმელიამ, თამაზ ბაბუნაძემ, გიორგი ჯინჯოლავამ (1-1).