ფეხბურთი

17:48 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას სეივი ტურში საუკეთესოდ აღიარეს (+VIDEO)

გიორგი ლორიას სეივი "კრილია სოვეტოვისა" და "კრასნოდარის" მატჩში, როდესაც 24-ე წუთზე იური გაზინსკის ბურთი ფეხით აუღო, 28-ე ტურის საუკეთესო სეივად დასახელდა. აღნიშნული სეივი ინტერნეტპორტალმა championat.com-მა გამოარჩია. ზემოხსენებული წყარო ტურის საუკეთესო ხუთ სეივს ყოველკვირეულად ავლენს, ხოლო მისი ავტორი რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ვენიამინ მანდრიკინია.

გასული ტურის ხსენებულ ტოპ 5 სეივში ნუკრი რევიშვილიც მოხვდა, ოღონდ მეხუთე ადგილზე. რევიშვილის სეივთაგან ბრაზილიელი ჰალკისთვის აღებული ბურთი გამოირჩა.

რაც შეეხება 29-ე ტურს, ლორიას "კრილიამ" დღეს "რუბინთან" გამართა (1:1) და ქართველი მეკარე მთელი თამაში თადარიგში დარჩა. როგორც ჩანს, ფრანკ ვერკოტერენმა უმოტივაციო შეხვედრაში შანსის მიცემა სათადარიგო მეკარე ევგენი კონიუხოვსთვის გადაწყვიტა.

0.105582