ფეხბურთი

20:28 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "გვარდიოლას გაათავისუფლებენ”

მომავალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა ერთადერთი სპეციალისტია, რომელიც არ გაუთავისუფლებიათ.

"ჩელსიდან" გამიშვეს, მადრიდის "რეალში" ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და გამათავისუფლეს. ფერგიუსონიც, ლიპიც, კაპელოც, მოურინიოც და ბენიტესიც კი გაანთავისუფლეს. ერთადერთი გვარდიოლა დარჩა. მაგრამ იგი ახალგაზრდაა და წინ ბევრი დრო აქვს. ერთ დღეს ესპანელი გათავისუფლებულთა კლუბს შეუერთდება." - განუცხადა The Times- ს იტალიელმა.

მომავალი სეზონიდან "ბაიერნის" ამჟამინდელი მწვრთნელი გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" უხელმძღვანელებს. გერმანულ გრანდამდე ესპანელი კატალონიის "ბარსელონას" ედგა სათავეში.

0.123002