ძიუდო

12:31 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქროსთვის ოქრუაშვილი იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ალმათის გრან პრის ფინალში გავიდა და ოქროს მედალს და საჩემპიონო 300 სარეიტინგო ქულას აზერბაიჯანის ნაკრების წევრ უშანგი კოკაურის ძლევა აშორებს. ასევე +100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან მატიაშვილი კი რეპეშაჟის ფინალშია. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შანსი მატიაშვილმა ნახევარფინალში დაკარგა, სწორედ ოქრუაშვილთან წაგებით. ქართული დაპირისპირების ბედი გაფრთხილებებმა გადაწყვიტა (4:1).

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლევან მატიაშვილის მეტოქე ტუნისელი ფაიცელ ჯაბალა იქნება.

დღეს ყაზახურ ტატამზე კიდევ ოთხი ქართველი გავიდა: ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანი (ორივე 90 კგ), რეზო წულუკიძე და ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე 100 კგ). ოთხივემ მხოლოდ თითო ეტაპი დაძლია.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 15:00 საათიდან დაიწყება.

0.117516