არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბოკა ხუნიორსის” ყოფილი ფორვარდი მარტინ პალერმო ჩილეში დასაქმდა. 42 წლის არგენტინელი სპეციალისტი “უნიონ ესპანიოლას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და კონტრაქტის მიხედვით ამ გუნდს წელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
პალერმო ბოლოს 2014-2015 წლებში “არსენალ სარანდის” წვრთნიდა, სამწვრთნელო კარიერა კი 2012 წელს “გოდოი კრუზში” დაიწყო.
ფეხბურთელის რანგში მარტინს “ბოკა ხუნიორსის” გარდა, “ესტუდიანტესში”, ესპანურ “ვილიარეალში”, “ბეტისში” და “ალავესში” უთამაშია.