ჭიდაობა

0:51 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

14 მაისს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გაცნობებთ, რომ 2016 წლის 14 მაისს 14:00 საათზე ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირი #49ა-ში, ფალავანთა კლუბის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა.

პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი

  1. 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ფედერაციის მიერ მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა;

მომხსენებელი: ფედერაცის პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტები.

  1. პრეზიდენტის მიერ პრეზიდიუმისადმი წარდგენილი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის შეთანხმება და არჩევა;

მომხსენებელი: პრეზიდენტი.

  1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დამსახურებული მწვრთნელის წოდებაზე წარსადგენ მწვრთნელთა და სოციალური დახმარების პროგრამაში ჩასართავ ვეტერან სპორტსმენთა კანდიდატურების განხილვა;

მომხსენებელი: ვიცე-პრეზიდენტი თ. ყაზარაშვილი.

  1. ფედერაციის ახალ წესდებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუჯის შექმნა და დაკომპლექტება.

მომხსენებელი: პრეზიდენტი.

  1. სპორტის კანონში 2016 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებების განხილვა.

მომხსენებელი: ფედერაციის იურისტი გ. აღდგომელაძე.

  1. ფედერაციაში საკლუბო ლიცენზირების სისტემის დანერგვის შესახებ ინიციატივის განხილვა.

მომხსენებელი: ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი.

  1. პანკრატიონის, გრებლინგის, საპლაჟო, ქამრიანი და ნაციონალური ჭიდაობის ფედერაციების საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გაერთიანების საკითხის განხილვა.

მომხსენებელი: ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი.

პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი

www.wrestling.ge

0.116373