პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ საბოლოო, 23 კაციანი ნუსხა გამოაქვეყნა, რითაც ამ ქვეყნის მთავარი გუნდი საფრანგეთში იასპარეზებს. ამასთან ცნობილია თუ რომელი ფეხბურთელი რა ნომრით ითამაშებს.
როებრტ ლევანდოვსკი რაღა თქმა უნდა, ცხრა ნომრით შეუტევს საფრანგეთში მეტოქეებს, ხოლო არკადიუშ მილიკი 7 ნომერი იქნება. რაც შეეხება ყველა ქვეყანაში ფასეულ 10 ნომერს, მას "სევილიას" საყრდენი გჟეგოჟ კრიხოვიაკი მოიგრებს.
მეკარეები: 12. არტურ ბორუცი (“ბორნმუთი”, ინგლისი), 1. ვოიცეხ შჩესნი (“რომა”, იტალია), 22. ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”, ინგლისი)
მცველები: 4. ტიაგო ჩიონეკი (“მოდენა”, იტალია), 15. კამილ გლიკი (“ტორინო”, იტალია), 3. არტურ ენჯეიჩიკი (“კრასნოდარი”, რუსეთი), 20. ლუკაშ პიშჩეკი (“დორტმუნდი”, გერმანია), 2. მიხალ პაზდანი (“ლეგია”), 18. ბარტოშ სალამონი (“კალიარი”, იტალია), 14. იაკუბ ვავჟინიაკი (“ლეხია”)
ნახევარმცველები: 16. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (“ფიორენტინა”, იტალია), 6. ტომაშ იოდლოვეიცი ("ლეგია"), 21. ბარტოშ კაპუსტკა (“კრაკოვია”), 10. გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“სევილია”, ესპანეთი), 8. კაროლ ლინეტი (“ლეხი”), 5. კშიშტოფ მანჩინსკი (“ვისლა”), 17. სლავომირ პეშკო (“კიოლნი, გერმანია), 23. ფილიპ სტარჟინსკი (“ზაგლებიე”), 19. პიოტრ ზიელინსკი (“ემპოლი”, იტალია)
თავდამსხმელები: 9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია), 7. არკადიუშ მილიკი (“აიაქსი”, ჰოლანდია), 13. მარიუშ სტეპინსკი (“ნიურნბერგი”, გერმანია), 11. კამილ გროშიჩკი (“რენი”, საფრანგეთი)
შეგახსენებთ, პოლონეთი ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები გერმანიის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდები იქნებიან.