ფეხბურთი

14:19 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარამიშვილი ევროპის ჩემპიონატზე

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ქართველმა მსაჯმა ლევან ვარამიშვილმა უკვე ოთხი მატჩი განსაჯა.

ვარამიშვილმა პირველივე ტურში, ბელგია - შოტლანდიის შეხვედრაში (2:0) უეფას დელეგატისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა და ამის შემდეგ კიდევ სამი მნიშვნელოვანი მატჩი ანდეს: უკრაინა - ავსტრია (0:2), საფრანგეთი - ინგლისი (0:2) და ესპანეთი - იტალია (4:2).

ევროპის ჩემპიონატი 14 მაისს მეოთხედფინალებით განახლდება და დიდი შანსია, უეფამ ლევან ვარამიშვილი პლეი-ოფებშიც გამოიყენოს.


სფფ-ს პრესსამსახური

0.108072