ჭადრაკი

12:30 | 13.05.2016 | ნანახია 2387 - ჯერ

წარმატებული სტარტი კოსოვოში

კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში სტარტი აიღო ევროპის რიგით მე-17 ევროპის ჩემპიონატმა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში 39 ქვეყნის 245 მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 120 000 ევროს შეადგენს. სულ 11 ტური გაიმართება, ჩემპიონატი კი 23 მაისს დასრულდება.

ევროპირველობის რეიტინგ-ფავორიტები დავიდ ნავარა (2735, ჩეხეთი), რადოსლავ ვოიტაშეკი (2722, პოლონეთი) და ნიკიტა ვიტიუგოვი (2721, რუსეთი) არიან, ქართველი მონაწილე კი ხუთია: ბაადურ ჯობავა (2661), ლევან ფანცულაია (2613), მერაბ გაგუნაშვილი (2569), ზურაბ სტურუა (2548) და თორნიკე სანიკიძე (2537).

პირველივე ტურში ხუთივე ქართველმა მოჭადრაკე კოსოვოელ მეტოქეებს გაეჯიბრა და ხუთივემ გამარჯვება იზეიმა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:32 | 14.05.2016
cicerona (436)

ბადურის გუშინდელი პარტია შედევრად აღიარა chess-news.ru-მ !

14:54 | 13.05.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

კოსოვო დიდი ვერაფერი იქნებოდა.

0.069773
2387