11-12 ივნისს ლოს-ანჟელესში (აშშ) თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ლას ვეგასის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის 8 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
გასულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა და ცხადია, ლოს ანჟელესურ შეჯიბრზეც იასპარეზებს, რომელიც გუნდური პრინციპით “კედელი-კედელზე” ფორმატით ჩატარდება.
მსოფლიო თასის კენჭისყრა სტამბოლში შედგა და გაირკვა, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუსეთი, თურქეთი და მონღოლეთი იქნებიან.
მსოფლიო თასი თავისუფალ ჭიდაობაში – 2016
ლოს ანჟელესი (აშშ), 11-12 ივნისი
A ჯგუფი: რუსეთი, საქართველო, თურქეთი, მონღოლეთი.
B ჯგუფი: აშშ, ირანი, აზერბაიჯანი, ინდოეთი.
www.wrestling.ge