გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო გვიდოლინი “სუონსიში” მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას უელსური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
60 წლის მწვრთნელი, რომელიც “გედებს” სათავეში მიმდინარე წლის 18 იანვარს ჩაუდგა, “ლიბერთი სთედიუმზე” მომდევნო ორი სეზონის განმალობაში იმუშავებს.
ცნობისთვის, როდესაც გვიდოლინიმ “სუონსი” ჩაიბარა, კლუბი გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებდა, თუმცა იტალიელმა “გედები” გაცილებით კარგად აათამაშა და უკანასკნელი ტურის წინ, 46 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ.