ფეხბურთი

22:38 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 37-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი "სუონსის" ჰყავს. უელსელებმა სტუმრად "ვესტ ჰემი" 4:1 გაანადგურეს და "გედების" მხრიდან 4 მოთამაშე გამოარჩიეს.

საუკეთესო ნაკრებში პრემიერლიგის ჩემპიონ "ლესტერს" ორი ფეხბურთელი ჰყავს. "მელიებმა" შინ "ევერტონი" 3:1 დაამარცხეს, გოლის ავტორები ენდი კინგი და ჯეიმი ვარდი (დუბლი) პრემიერლიგის სიმბოლურში მოხვდნენ.

ინგლისის ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონის ბოლოსწინა სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ლუკაშ ფაბიანსკი ("სუონსი")

მცველები: კაილ ნოტონი ("სუონსი"), ლამინ კონე ("სანდერლენდი"), უინსტონ რიდი ("ვესტ ჰემი"), შტეფენ კინგსლი ("სუონსი")

ნახევარმცველები: სტივენ დევისი ("საუთჰემპტონი"), ენდი კინგი ("ლესტერი"), კი სუნგ-იუენგი ("სუონსი"), ედენ აზარი ("ჩელსი")

თავდამსხმელები: ჯეიმი ვარდი ("ლესტერი"), დიომერსი მბოკანი ("ნორვიჩი")

0.114511