კალათბურთი

23:38 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვესელი პარკეტზე გასასვლელად მზადაა

“ფენერბახჩეს” ჩეხმა ცენტრმა იან ვესელიმ ფეხის ტრავმა მოიშუშა და ევროლიგის “ოთხთა ფინალში” სათამაშოდ მზადაა, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ვესელმა ტრავმის გამო პლეი-ოფის შეხვედრები გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ 13-15 მაისს ბერლინში ევროლიგის “ოთხთა ფინალი” გაიმართება.

ნახევარფინალში “ფენერბახჩე” თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” შეხვდება, ხოლო ცსკა “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.

თეგებიიან ვესელი
0.11732