ფეხბურთი

16:51 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელებმა ლატვიას 1:0 სძლიეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინაში, ვიქტორ ბანიკოვის ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა და ლატვიას 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე ფორვარდმა გიორგი ივანიაძემ (‘საბურთალო”) გაიტანა.

ეს ჯგუფის მეორე მატჩი იყო, პირველში კი გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა 0:0 ითამაშეს ჩეხეთთან. ჯგუფის ბოლო ტური ხვალ გაიმართება, საქართველო მოლდოვას შეხვდება. დღეს საღამოს ჩეხები ეთამაშებიან მოლდოველებს. აქვე ვთქვათ, რომ პირველ ტურში ლატვია-მოლდოვა 4:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, ეს ის ნაკრებია, რომელმაც შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს ფინეთში, სადაც მეტოქეები ბულგარეთი, შვედეთი და ფინეთი იქნებიან.

0.123566