ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. რჩეულთა სიიდან საბოლოოდ 1 კაცი ამოვარდა - "ბრიუგეს" მცველი ბიორნ ენგელსი.
ტრავმირებული ნიკოლას ლომბერტსი კი "გენკის" უკანახაზელმა კრისტიან კაბასელემ ჩაანაცვლა.
საფრანგეთში კი შემდეგი 23 ფეხბურთელი გაემგზავრება.
მეკარეები: ტიბო კურტუა ("ჩელსი", ინგლისი), სიმონ მინოლე ("ლივერპული", ინგლისი), ჟან-ფრანსუა ჟილე ("მეხელენი")
მცველები: ტობი ალდერვეირელდი ("ტოტენჰემი", ინგლისი), დედრიკ ბოიატა ("სელტიკი", შოტლანდია), ჯეისონ დენაიერი ("გალათასარაი", თურქეთი), კრისტიან კაბასელე ("გენკი"), ჯორდან ლუკაკუ ("ოსტენდე"), ტომას მენე ("ბრიუგე"), ტომას ვერმალენი ("ბარსელონა", ესპანეთი), იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი", ინგლისი)
ნახევარმცველები: მუსა დემბელე ("ტოტენჰემი", ინგლისი), მარუან ფელაინი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), რაჯა ნაინგოლანი ("რომა", იტალია), აქსელ ვიტსელი ("ზენიტი", რუსეთი)
თავდამსხმელები: მიში ბატშუაი ("მარსელი", საფრანგეთი), კრისტიან ბენტეკე ("ლივერპული", ინგლისი), იანიკ ფერეირა-კარასკო ("ატლეტიკო", ესპანეთი), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ედენ აზარი ("ჩელსი", ინგლისი), რომელუ ლუკაკუ ("ევერტონი", ინგლისი), დრის მერტენსი ("ნაპოლი", იტალია), დივოკ ორიჯი ("ლივერპული", ინგლისი)
ევრო 2016-ზე "წითელი ეშმაკების" მეტოქეები E ჯგუფში შვედეთის, იტალიის და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.