ფეხბურთი

14:46 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენტუმ "კრუზეირო" ჩაიბარა

პორტუგალიი სეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა პაულუ ბენტუმ "კრუზეირო" ჩაიბარა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 46 წლის სპეციალისტმა ბრაზილიელებთან კონტრაქტი 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე გააფორმა.

ბენტუ 2005/09 წლებში ლისაბონის "სპორტინგში" მუშაობდა. შემდეგ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა და გუნდი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიყვანა. 2014 წლის მუნდიალზე პაულუს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. 2014 წლის 7 სექტემბერს, პორტუგალიამ შინ ალბანეთთან წააგო, ამის შემდეგ კი ფედერაციამ ბენტუ დაითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.224935