ფეხბურთი

15:13 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი ბიანკის რეკორდს მიუახლოვდა

შვედეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ბიანკის რეკორდამდე 1 გოლი აშორებს. 34 წლის ფორვარდმა "ბორდოსთან" ფრედ დასრულებულ (1:1) ლიგა 1-ის გადადებულ 35-ე ტურის მატჩში გოლი 59-ე წუთზე გაიტანა. საფრანგეთის ჩემპიონატში ზლატანისთვის ეს 36-ე აღმოჩნდა.

1977/78 წლების სეზონში არგენტინელმა კარლოს ბიანკიმ პსჟ-ს რიგებში საფრანგეთის ჩემპიონატში 37 გოლი გაიტანა. მას შემდეგ ზლატანი აღმოჩნდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგა 1-ში 30-ზე მეტი გოლი გაიტანა. პარიზელებს ჩემპიონატის ბოლო მატჩი შინ "ნანტისთან" ელის. იბრაჰიმოვიჩმა "ბორდოსთან" შეხვედრაში ფეხის მცირე ტრავმა მიიღო და თუ 14 მაისს მწყობრში იქნება, სამხრეთამერიკელის რეკორდის გამეორებას შეეცდება.

ამავდროულად, ზლატანი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შვედმა 36 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი ყველა ტურნირზე იბრაჰიმოვიჩმა 49 მატჩში მეტოქეები 46-ჯერ დაამწუხრა და თანაგუნდელებს თავის გამოჩენის საშუალება 18-ჯერ მისცა.

0.11282