ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა პორტუგალიელ მწვრთნელს ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალში” მუშაობის პერიოდში კანონის დარღვევის ფაქტი დაუმტკიცა და ფულადი ჯარიმა დააკისრა.
როგორც A Bola იტყობინება, მოურინიო ესპანეთში მუშაობის დროს მუდმივად არღვევდა საგადასახადო კანონს და მისთვის დაწესებულმა საჯარიმო თანხამ 2 მილიონი ევრო შეადგინა. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი საგადასახადო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.