გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.
“ტორონტომ” შინ “მაიამის” 99:91 მოუგო და სერიაში 3:2 დაწინაურდა. პირველი პერიოდი კანადელებმა 28:18 მოიგეს და მთელი თამაშის განმავლობაში “მაიამიმ” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა დემარ დეროზანმა ჩააგდო, “მაიამიში” 20 ქულით დუეინ უეიდი გამოირჩა. სერიის მეექვსე შეხვედრა მაიამიში 14 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
“გოლდენ სტეიტმა” “პორტლენდს” 125:121 მოუგო და სერია 4:1 დაამთავრა. “მეომრები” დასავლეთ კონფერენციის ფინალში “სან ანტონიო”-“ოკლაჰომას” წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან. კლეი ტომპსონმა 33 ქულა ჩააგდო, კარიმ 29 ქულა და 11 პასი შესძინა გუნდს. “პორტლენდში” 28 ქულით ლილარდი გამოირჩა.
“ტორონტო” – “მაიამი” 99:91 (28:18, 27:27, 20:17, 24:29)
https://www.youtube.com/watch?v=od4cosd64cw
“გოლდენ სტეიტი” – “პორტლენდი” 125:121 (27:30, 31:33, 35:28, 32:30)