ფეხბურთი

22:33 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 16-წლამდელების 0:0 ჩეხებთან

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინაში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი ფრით დაიწყო: ჩეხეთთან 0:0. ბოლო 10 წუთი ქართველებმა 10 კაცით ითამაშეს, რადგან მცველი გიორგი ჯინჯოლავა გააძევეს.

გეცოდინებათ, საქართველოს ამ ასაკის ნაკრებს გურამ ასპინძელაშვილი წვრთნის. ეს ის გუნდია, რომელმაც შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს: ეს ფინეთში, სადაც მეტოქეები შვედეთი, ბულგარეთი და ფინეთი იქნებიან.
ჩეხეთს რაც შეეხება, ამ ასაკის ნაკრებს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 1996 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი რადეკ ბეიბლი თავკაცობს.
ხვალ ქართველები ლატვიას დაუპირისპირდებიან მეორე ტურში. შეხვედრა ჩვენი დროით 14:00 საათზე დაიწყება. 14 მაისს 14:00 საათზე კი ბოლო ტურის მატჩი დაიწყება მოლდოვასთან.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვიამ მოლდოვას 4:2 მოუგო. მეორე ჯგუფში უკრაინა-ბულგარეთი 0:0 დასრულდა, ხოლო ისრაელმა სერბეთს სძლია 2:0.

0.113226