ფეხბურთი

17:48 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ჩუბითიძე – 13 მატჩში 17 გოლი დუბლებში

მარტვილის “მერანის” სარეზერვო გუნდში ჩინებულ სეზონს ატარებს 20 წლის თავდამსხმელი თორნიკე ჩუბითიძე, რომელსაც თითქმის ყოველ ტურში გააქვს გოლი. თავად განსაჯეთ, მეორე წრეში ფორვარდმა 13 თამაშში 17 გოლი გაიტანა. ფოთის “კოლხეთთან” პოკერი, თბილისის “დინამოსთან” ჰეთ-თრიკი, ლანჩხუთის “გურიასთან” ჰეთ-თრიქი და კიდევ ორი დუბლი გაიფორმა.

ჩუბითიძე ადრე გორის “დილას” დუბლებში გამოდიოდა, მერე მარტვილის “მერანში” ჩაირიცხა, მაგრამ პირველ წრეში მხოლოდ ერთ თამაშში შესძლო მონაწილეობა, სადაც ტრავმა მიიღო და საოპერაციო გახდა, მეორე წრიდან კი ისე ათამაშდა, რომ გოლი გოლზე გააქვს. გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ახალგაზრდა ფეხბურთელთან.

-თორნიკე, როგორ შეაფასებდი შენს თამაშს მეორე წრეში?

- საშუალოდ, რადგან ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის მეტს ვთხოვ ჩემს თავს. Mმონდომებული ვარ და ვცდილობ უფრო მეტს მივაღწიო.

- ძირითად გუნდში ჯერ არ გქონია დებიუტი?

- არა, ჯერ არა, მაგრამ ამის დროც მოვა. ვშრომობ და მჯერა ეს დამიფასდება. როცა მზად ვიქნები ვიცი, რომ მომეცემა იქ თამაშის შანსი. ყველაფერი წინაა. მთავარია ასე გავაგრძელო.

- ძირითადი გუნდი ვახსენეთ და ისიც ავღნიშნოთ “მერანი” უმაღლესში დასარჩენად იბრძვის, როგორი შანსი აქვს შენი აზრით მარტვილის გუნდს?

- თეორიული შანსი არსებობს და მჯერა, რომ ბიჭები უბრძოლველად არაფერს დათმობენ. Mმეც ძალიან განვიცდი, რომ ასეთი სიტუაციაა, რადგან მარტვილში არ ვართ ჩვენ დაყოფილი, ერთი ოჯახივით ვართ და ხშირათ ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობ.. ახლა “დილასთან” გვაქვს თამაში და დარწმუნებული ვარ მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ ბიჭები.

- და ბოლოს რომელი ფეხბურთელია შენი კუმირი?

- ნეიმარი. ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია. ზოგადად სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარული ვარ, რა თქმა უნდა პირველ რიგში შედეგია აუცილებელი, მაგრამ ფეხბურთი სანახაობის გარეშე არაფერია, ნეიმარს კი ეს კარგად გამოსდის.

ედემი ელერჯია

0.121168