ფეხბურთი

19:45 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს 37-ე ტურის სიმბოლური: ტონის ბოლო მატჩი დაუფასდა

იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივართა შორის ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა ტურის სიმბოლური ნაკრების გამოსავლენად. როგორც ტიფოზებმა გადაწყვიტეს, XXXVII ტურის საუკეთესო თერთმეტეულში ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა ტურინის “იუვენტუსიდან”. ასეთი რამ კი, კარგა ხანია არ მომხდარა. პრინციპში ეს გასაკვირი არცაა, რადგან “იუვემ” ბოლოადგილოსან “ვერონასთან” წააგო.

სამაგიეროდ, ტურის სიმბოლურშია “ბებერი ქალბატონის” კარში გოლის ავტორი ლუკა ტონი, რომელმაც კარიერაში ბოლო მატჩი სწორედ გასულ უიქ-ენდზე ჩაატარა. მის გარდა, სიმბოლურშია კიდევ ერთი ლეგენდარული იტალიელი ფრანჩესკო ტოტი. საერთოდ, რომაული გუნდიდან 11-ეულში 4 მოთამაშე მოხვდა.

XXXVII ტურის სიმბოლური კი შემდეგნაირია:

მეკარე: ფედერიკო მარკეტი (“ლაციო”)

მცველები: ბრუნო პერესი (“ტორინო”), კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”), ანტონიო რუდიგერი (“რომა”), კრისტიან ანსალდი (“ჯენოა”)

ნახევარმცველები: რაჯა ნაინგოლანი (“რომა”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”), მირალემ პიანიჩი (“რომა”)

თავდამსხმელები: ფრანჩესკო ტოტი (“რომა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ლუკა ტონი (“ვერონა”)

თეგებისერია A
0.121813