პრემიერლიგის ჩემპიონის "ლესტერ სიტი" მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ვიცეპრეზიდენტმა აივატ შრივადჰანაპრაბჰამ goal.com-ს დაუდასტურა.
"სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარს დავიწყებთ. მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით და ეს პროცესი არა უმეტეს სექტემბრამდე გაიწელოს." - განაცხადა აივატმა.
ამჟამინდელი ხელშეკრულების მიხედვით, რანიერი კლუბში 2018 წლის ივლისამდე დარჩება. ჯერჯერობით უცნობია ინგლისური კლუბი რამდენი წლით გაუხანგრძლივებს კონტრაქტს იტალიელს. თავად რანიერიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულება "ლესტერში" სურს.