არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა გაბრიელ მილიტომ "ინდეპენდიენტე" ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დიეგო მილიტოს ძმამ და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა სწორედ მშობლიური "ინდეპენდიენტეში" დაასრულა.
აღნიშნულ კლუბამდე მილიტო "ესტუნდიანტესს" 2015 წლის აპრილიდან დეკემბრამდე ედგა სათავეში და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 25 მატჩიდან 14 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა, ხოლო 5 შეხვედრაში დამარცხდა.