მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა “რომის მასტერსის” 1/16-ფინალში გერმანელი ანა-ლენა ფრიედსამი 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. სერენამ 7 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. უილიამსმა 5 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი გააკეთა.
ტურნირის 1/8-ფინალში სერენას მეტოქე ივანოვიჩ-მაქჰეილის წყვილში გამარჯვებული იქნება.
სერენას “რომის მასტერსი” კარიერაში სამჯერ აქვს მოგებული (2002, 2013, 2014).
ტურნირის საპრიზო ფონდი ორი მილიონი ამერიკული დოლარია.