როგორც უკვე ვიუწყებოდით, ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მე-4 მატჩში “მაიამი ჰითმა” “ტორონტო რეპტორსს” ოვერტაიმში 94:87 სძლია, ფლორიდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დუეინ უეიდმა კი 30 ქულა მოაგროვა.
შედეგად, პლეი-ოფებში უეიდის საერთო მონაგარმა 3 723 ქულას მიაღწია და ლიგის ისტორიაში ამ მაჩვენებლის მხრივ მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
დუეინმა აღნიშნული პოზიციიდან ლეგენდარული მეჯიკ ჯონსონი (3 701) ჩამოაქვეითა, მე-12 საფეხურზე მყოფ ჰაკიმ ოლაჯუონს კი აქტივში 3 755 ქულა აქვს.