საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელ ჟერარ სარაგოსას სასჯელი შეუმსუბუქდა. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, არბიტრაჟში შეტანილი აპელაციის შემდეგ სარაგოსას ერთწლიანი პირობითი სასჯელი გაუუქმდა, ესპანელი სპეციალისტი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება და ჯარიმის სახით 2 ათას ლარს გადაიხდის.
მანამდე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კი პირინელს დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე უნდა მოეხადა, 2 ათასი ლარი უნდა გადაეხადა და ამასთან ერთწლიანი პირობითი სასჯელი მოეხადა.
შეგახსენებთ, ჟერარ სარაგოსა 15 აპრილს, მარტვილის “მერანთან” მატჩისას ჩხუბის გამო დასაჯეს. მანვე ამის თაობაზე კომენტარიც გააკეთა:
“ძალიან ვწუხვარ იმ ფაქტის გამო. ნამდვილად არ მახარებს ის შემთხვევა, რომ ჩემი გადამეტებული ემოციის გამო იქ მყოფ ფეხბურთელებს, მწვრთნელესა და სტადიონზე მოსულ მაყურებელს დისკომფორტი შეექმნათ. ეს სამწუხარო ამბავია. ვაღიარებ, რომ ემოციური მწვრთნელი ვარ და მესმის, რომ ეს ჩემს სამწვრთნელო საქმიანობაში ბევრ პრობლემას მიქმნის, მაგრამ ეს ფეხბურთია და ეს სპორტი მთლიანად ემოციებზეა აგებული”, - ციტირებს მის სიტყვებს “ლოკომოტივის” სოციალური ქსელი.