ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მომავალ კვირას ძალებს რომის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში სცდის. Internazionali BNL d'Italia-ს საპრიზო ფონდი 2 399 000 ევროა, ოქსანა კი ტრადიციულად, წყვილთა შეჯიბრში იასპარეზებს.
კალაშნიკოვა ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ წრეში არგენტინელი მარია ირიგოიენისა და პოლონელი ალისია როსოლსკას დუეტს დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მერვედფინალში, კალაშნიკოვა და ჰსიე შვეიცარიელ მარტინა ჰინგისს და ინდოელ სანია მირზას გაეჯიბრებიან. ეს წყვილი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა და ცხადია, რომშიც პირველ ნომრადაა განთესილი.