ფეხბურთი

20:30 | 8.05.2016 | ნანახია 4493 - ჯერ

გიორგი ჭანტურიამ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ჰუფნაგელმა საგოლე პასები დაარიგა(+VIDEO)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ტური გაიმართა და გიორგი ჭანტურიას “დუისბურგმა” გასვლაზე 2:2 დაასრულა “ზანდჰაუზენთან”. საბოლოო ანგარიში სწორედ ჭანტურიას გოლით დაფიქსირდა: 83-ე წუთზე (VIDEO) საჯარიმო დაარტყა, ბურთი მცველს მოხვდა და რიკოშეტით შევარდა კარში. ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა და კარგია, რომ მნიშვნელოვანი გოლიც მიითვალა. ეს ბურთი, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგაში დამრჩენი გამოდგეს.

ბოლო ტურში “დუისბურგი” უმოტივაციო, პირველ ბუნდესლიგაში უკვე გადასულ “ლაიპციგს” უმასპინძლებს და თუ მოიგებს, გადათამაშებაშიც მოხვდება. ამჯერად “ზებრები” ბოლოდან მესამე ადგილზე არიან.

მეორე ბუნდესლიგაშივე, ლუკა ჰუფნაგელის “ფრაიბურგმა” შინ 2:0 აჯობა “ჰაიდენჰეიმს”. 85-ე წუთზე შევიდა ჰუფნაგელი და ამ მცირე დროში ორი საგოლე პასი გააკეთა... აი, შესვლაც ამას ჰქვია. “ფრაიბურგი” მომდევნო სეზონს პირველ ბუნდესლიგაში დაიწყებს.

ჰოლანდიის ერედივიზიონში მეცხრე ადგილზე გავიდა “ვიტესი”, რომელმაც ბოლო ტურში “ტვენტესთან” სტუმრად 2:2 ითამაშა. არნემელებმა აშკარად ჩააგდეს მეორე წრე და ევროტურნირებს მიღმა დარჩნენ. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი ბოლო წუთებზე შეცვალეს.

ჩეხეთში “სლავიამ” “სლოვაცკოს” 5:1 მოუგო და მეხუთე ადგილზეა. ლევან ყენიამ ბოლო 20 წუთი ითამაშა და ერთ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

დანიის რანგით მეორე ლიგაში დავით სხირტლაძის “სილკებორგმა” “კიოგეს” 1:0 აჯობა და სუპერლიგაში გადასვლის მშვენიერი შანსიც აქვს: ოთხი ტური დარჩა და მესამეადგილოსანი “სილკებორგი” 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთში ლადო დვალიშვილის “პოგონმა” შინ 1:3 წააგო “ზაგლებიესთან” და მეექვსე საფეხურზეა. დვალიშვილმა 90 წუთი ითამაშა, გოლი არ გაუტანია.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:49 | 09.05.2016
hamilton (1371)

რამდენს უხეთქავს გულს ჭანტურია რო ათამაშდა ))) უჰ უჰ გულს უხარია ეს ყველაფერი ))) ეგ დუისბურგის ღრმა ზამენა ეგ )))) ანანიძეც ეგ უნიჭო ეგ გაპიარებული ეგ )) რა იცის მაგან ფეხბურთი ))) ან მოედნის ხედვა სად აქ ან პასები პროსტა აქ ვაპიარებთ 1-2 კაცი მაგის ნათესავები ვართ და :დდდ

12:21 | 09.05.2016
paatabasket (1253)

მართალი ხარ 100% თვითონ უპერსპექტივო ბოღმიანი კლავიატურშიკები არიან და სხვებზე ლაპარაკობენ

23:28 | 08.05.2016
fantastika (2333)

იქნებ ვინმემ დადოთ სპარტაკის თამაშის მიმოხილვა.

23:30 | 08.05.2016
Shevche (15054)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/GeoFOOTBALLers/videos/1085619848175842/')>0?'https://www.facebook.com/GeoFOOTBALLers/videos/1085619848175842/':'https://www.facebook.com/GeoFOOTBALLers/videos/1085619848175842/'))

00:44 | 09.05.2016
paatabasket (1253)

უძმესი ძმა ხარ)))

23:50 | 08.05.2016
fantastika (2333)

ძმა ხარ.

23:12 | 08.05.2016
Levan911 (2406)

ანანიძე ძირითადში იყო და პასი გაკეთა

00:08 | 09.05.2016
რაჭა (10043)

ჰო... რუსი კომენტატოტორები კარგად ახასიათებდნენ.

22:12 | 08.05.2016
samtrediel (8001)

დუსიბურგს ბოლო ტურში ლაიფციგის დამარცხება მოუწევს რომ გადათამაშება გაინაღდოს მესამე ლიგელთან. ლაიფციგმა არამგონია თავი შეაკლეს, პირველ ადგილზე ვეღარ გადის და ვერც მესამე ადგილოსანი უსწრებს. სხვა აუცაიდერებთანაც თითქმის იგივე სიტუაციაა და ვნახოთ რა გამოვა.

22:06 | 08.05.2016
playmaker (4749)

უძახეთ მარად პერსპექტიული და გაგცათ პასუხი რა პასი გააკეთა )) არ გვყავს ჩვენ მაგაზე უკეთესი ფეხბურთელი არც ერთი. ფეხბურთელს ვიძახი ვინც აზროვნებს მოედანზე. მაგის ერთი ჭკვიანური პასი მირჩევნია ბევრი დაუღალავის უაზრო სირბილს მოედანზე

21:14 | 08.05.2016
paatabasket (1253)

Akaki Chkadua
l_e_o_n_i

ბიჭებო ვუყურე თამაშს ძაან მაგრად ითამაშა ოდნავ ართმევაზე ძარმაცობდა

21:11 | 08.05.2016
Akaki Chkadua (275)

ესეც ქართველი მესი : )))))))))))) მაჩანჩალა გუნდებში ბოდიალით დაასრულებს კარიერას ანანიძე კი დარჩება მარად პერსპექტიულ 15 წუთის მოთამაშედ 27-28 წლამდე... მერე გასუქდება

21:06 | 08.05.2016
l_e_o_n_i (340)

Kaia dzaan rom chanturias chautvales goli, tumca imdenad dido rikosheti iyo rom... warmatebebi bichebs.

21:01 | 08.05.2016
stoikovich (5984)

ძალიანაც კარგი იმედია დარჩება დუისბურგი, რაც შეეხება ლუკას, ამ ბიჭის ბუნდესლიგაში თამაში ყველა ვარიანტში წაადგება ნაკრებს, წარმატებები.

20:52 | 08.05.2016
Levan911 (2406)

ყოჩაღ ჰუფნაგელს და ჭანტურიას. აშკარად მოტივირებულები არიან. ვნახოთ მაისში რას იზამენ ნანკრებში.

20:57 | 08.05.2016
mushni (93569)

მართალი ხარ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.096969
სარეკლამო ადგილი - 99
X x X