რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სეზონის დასრულებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრაზილიურ ტატამზე სრული შემადგენლობით გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა აზერბაიჯანში 6 შეხვედრა ჩაატარა, ექვსივე ბრწყინვალედ მოიგო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
20 წლის ქართველ ძიუდოისტს ბოლოდროინდელი ტურნირების მსგავსად, ამჯერადაც ცუდი წილისყრა შეხვდა. პირველ წრეში მსოფლიოს 2014 წლის ბრინჯაოს პრიზიორს – არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე მოლდოველ იგორ რემარენკოს შეხვდა და თავიდან ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ მალევე გაათანაბრა და გდება შებოჭვით დაასრულა.
მეორე წრეში აზერბაიჯანელთა ჯილას – მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონ ელხან მამადოვს დაუპირისპირდა და შეხვედრის საწყის ორ წუთში მეტოქის რამდენიმე სახიფათო შეტევას დააღწია თავი. შემდეგ კი თავად დაეუფლა ინიციატივას და ეფექტური მოგვერდით დააწყნარა ტრიბუნები.
მერვედფინალში ბექამ ირანელი ჯავად მაჰჯოუბი საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე დასცა ვაზარიზე და უმალ შებოჭა. მეოთხედფინალში გერმანელ ოლიმპიურ პრიზიორს – დიმიტრი პეტერსს ვაზარი-იუკოთი დაასრულებინა ოქრო-ვერცხლზე ფიქრი. ნახევარფინალში იაპონელი აარონ ვოლფი დასცა ბეჭებზე. საჩემპიონო ბრძოლაში კი სულ რაღაც 36 წამი იკმარა სუფთა გდების შესასრულებლად – უნგრელ მიკლოს ცირიენიჩს საფრმო ბრუნით სძლია და ბაქოს დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
100 კილოგრამში ღვინიაშვილის გარდა კონკურენციაში ლაშა ტაველურიც ჩაერთო. კარგადაც დაიწყო - შვეიცარიელი ფლავიო ორლიკი 2 წუთში დასცა ბეჭებზე, მაგრამ მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ადლან ბისულტანოვთან შებოჭვით დამარცხდა.
დღესვე აზერბაიჯანულ არენაზე მამაკაცთა შორის მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდა – 90 და +100 კილოგრამებში. ორივეში ორ-ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოირგო კიმონო, მაგრამ საბოლოოდ საპრიზო სამეულები ჩვენებურთა გარეშე შეივსო.
უშანგი მარგიანმა (90 კგ) ბაქოს გრან სლემზე ჩვეულზე ერთი წონით მაღლა იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გავიდა ტატამზე – ესპანეთის ნაკრების წევრ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან მესამე წუთის მიწურულს შებოჭვაზე მოჰყვა.
თორნიკე ჯუღელმა (90 კგ) პირველი მეტოქე – ლიბანელი ფრანსუა საადე მსაჯს სამ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა. შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ ევროპის 2-გზის ჩემპიონს (2013, 2015), რუს კირილ დენისოვს დაუპირისპირდა და შებოჭვით წააგო.
მძიმე წონაში ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი გამოეთიშნენ ტურნირს საწყისი ეტაპიდან.
მატიაშვილმა პირველ მეტოქეს ვენესუელელ პედრო პინედას სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა. შემდეგ გაცილებით გამოცდილ და ტიტულოვან მეტოქეს – მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონს, უზბეკ აბდულო ტანგრიევს დაეჭიდა და მესამე წუთზე გაშვებულ ვაზარის ვეღარაფერი მოუხერხა.
ოქრუაშვილმა ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან ორწუთნახევარში წააგო, შებოჭვით.
ძიუდო
გრან სლემი
ბაქო
6-8 მაისი
მამაკაცები
60 კგ
1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი
2 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)
3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)
3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
66 კგ
1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
2 აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი)
3 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
3 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)
73 კგ
1 მირალი შარიპოვი (უზბეკეთი)
2 გიოსჟონ ბობოიევი (უზბეკეთი)
3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
3 ინჯირიგალა საი (ჩინეთი)
81 კგ
1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
3 მატეო მარკონჩინი (იტალია)
3 ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა)
7 ამბაკო ავალიანი (საქართველო)
90 კგ
1 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
2 ალექსანდარ კუკოლი (სერბეთი)
3 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)
3 კირილ დენისოვი (რუსეთი)
100 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 მიკლოს ცირიენიჩი (უნგრეთი)
3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
3 აარონ ვოლფი (იაპონია)
+100 კგ
1 იაკივ ხამო (უკრაინა)
2 როი მეიერი (ჰოლანდია)
3 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 დავიდ მოურა (ბრაზილია)
ქალები
48 კგ
1 ჯულია ფიგეროა (ესპანეთი)
2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)
3 ლაეტიტა პაიე (საფრანგეთი)
52 კგ
1 ჯილი კოენი (ისრაელი)
2 ოდეტ გიფრიდა (იტალია)
3 ინგნან მა (ჩინეთი)
3 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)
57 კგ
1 ცუკასა იოშიდა (იაპონია)
2 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)
3 საბინა ფილზმოზერი (ავსტრია)
3 ტონგჟუან ლუ (ჩინეთი)
63 კგ
1 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)
2 მარიანა ჰასანბეგოვიჩი (ხორვატია)
3 მარის Eსპინოზა (კუბა)
3 ბუსრა კატიპოღლუ (თურქეთი)
70 კგ
1 მარია ბერნაბეუ (ესპანეთი)
2 მარია პორტელა (ბრაზილია)
3 მარია პერესი (პერუ)
3 ელვისმარ როდრიგესი (ვენესუელა)
78 კგ
1 გუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)
2 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
3 ლუის მალზანი (გერმანია)
3 მამი უმეკი (იაპონია)
+78 კგ
1 კანაე იამაბე (იაპონია)
2 სონგ იუ (ჩინეთი)
3 ემილი ანდეოლი (საფრანგეთი)
3 ნიელ ჩეიხ რუჰუ (ტუნისი)