სხვა

20:58 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ იმარჯვა, ტოჩინოშინმა მარცხით დაიწყო (+VIDEO)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტი აიღო მორიგმა სუპერტურნირმა სუმოში, რომელშიც 2 ქართველი სეკიტორი ჩაება. სასტარტო დღეს გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა გამარჯვება იზეიმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა კი მარცხი განიცადა.

აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ, რომელსაც მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, ძურიოში დაქვეითება ელის, დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ენდოს კოტენაგეთი სძლია. ხვალ, ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიოტაირიუს გაეჯიბრება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 1:5 მარცხდება.

რთულ მდგომარეობაში იმყოფება ტოჩინოშინი, რომელიც ნაცუ ბაშოში გატეხილი ნეკნით ჩაება და სასტარტო შერკინებაში დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ტაკაიასუსთან იორიკირით წააგო. 8 მაისს, გორგაძე, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკის გაეჯიბრება. ქართველი იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში 9:10-ს აგებს.

აღსანიშნავია, რომ მაისის სუპერტურნირის პირველ დღეს ყველა ფავორიტმა იმარჯვა. წარმატებას მიაღწიეს იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ, კაკურიუმ და ჰარუმაფუჯიმ და ოძეკებმა – კისენოსატომ, გოეიდომ, კოტოშოგიკუმ და ტერუნოფუჯიმ.

0.114835