ფეხბურთი

14:30 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მზადაა კურტუას სანაცვლოდ 65 მილიონი გადაიხადოს

მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მეკარის ტიბო კურტუა გადაბირებას შეეცდება. როგორც Mundo Deportivo იუწყება, "სამეფო კლუბი" 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა ინგლისელებს 65 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ახალგაზრდა გოლკიპერით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. თავად კურტუამ განაცხადა, რომ "არისტოკრატებს" არ დატოვებს და გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ. მიმდინარე სეზონში ტიბომ 28 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 34 გოლი და 6 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.111896