გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.
“პორტლენდმა” საკუთარ დარბაზში “გოლდენ სტეიტს” 120:108 მოუგო და სერიაში 1:2 მარცხდება. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც პორტლენდელებმა 36:18 იმარჯვეს. “პორტლენდში” 40 ქულით და 10 პასით დემიენ ლილარდი გამოირჩა. “ოკლენდელთა” რიგებში გრინმა 37 და ტომპსონმა 35 ქულა ჩააგდო. სერიის მეოთხე შეხვედრა ისევ პორტლენდში 10 მაისს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.
“ტორონტომ” გასვლაზე “მაიამი” 95:91 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. მატჩის ბოლო წამებზე “ტორონტო” 94:91 იგებდა, რა დროსაც “მაიამის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯო ჯონსონმა სამქულიანი ისროლა შეხვედრის ოვერტაიმში გადასაყვანად, თუმცა ბურთი კალათში არ მოთავსდა. მატჩში ყველაზე მეტი 38 ქულა დუეინ უეიდის ანგარიშზეა, “ტორონტოში” საუკეთესო 33 ქულით კაილ ლოური გახდლათ. კანადელთა ლიტველმა ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 16 ქულა, 12 მოხსნა. სერიის მეოთხე შეხვედრა 10 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
“მაიამი ჰიტი” – “ტორონტო” 91:95 (19:23, 21:26, 28:19, 23:27)
https://www.youtube.com/watch?v=eXWBQ-8Wq_E
“პორტლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 120:1108 (22:28, 36:18, 35:34, 27:28)