ფეხბურთი

16:25 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერმა "ბაიერნს" ჩემპიონობა მიულოცა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ყოფილ კლუბს მიუნხენის "ბაიერნს" ბუნდესლიგის ჩემპიონობა მიულოცა.

"ყოფილ თანაგუნდელებს, კლუბს და მათ გულშემატკივრებს ბუნდესლიგის ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობას ვულოცავ." - დაწერა საკუთარ ტვიტერის გვერდზე ბასტიანმა.

შვაინშტაიგერი "რეკორდმაისტერთა" რიგებში 2000-დან 2015 წლამდე თამაშობდა. მსოფლიოს ჩემპინმა ამ ხნის განმავლობაში 500 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრები 68 გატანილი გოლით გაახარა.

0.117149