პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით კლას-იან ჰუნტელაარის რეკორდი გაიმეორა.
გერმანიის ჩემპიონატში უცხოელ ფეხბურთელთა შორის 29 გოლი პირველად ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა 2011/12 წლების სეზონში გაიტანა. პოლონელმა "ინგოლშტადტთან" მოგებულ (2:1) 33-ე ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და 29 გოლი დაუგროვდა. ამავდროულად, 1980/81 წლის სეზონში კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიერ 29 გატანილი გოლის შემდეგ, ლევანდოვსკი გახდა პირველი "ბაიერნის" ფეხბურთელი, რომელმაც ამდენჯერ დაამწუხრა მეტოქეები.
რობერტს აქვს შანსი გააუმჯობესოს ჰუნტელაარის შედეგი. ბუნდესლიგის 34-ე ტურში "ბაიერნი" შინ "ჰანოვერს" ხვდება. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 41 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.