ფეხბურთი

23:41 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკმა "საუთჰემპტონთან" გაახანგრძლივა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "საუთჰემპტონის" მცველმა ვირჯინ ვან დეიკმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას "წმინდანების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჰოლანდიელი მოთამაშე ინგლისურ კლუბში 2015 წლის ზაფხულში "სელტიკიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ვან დეიკმა 46 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მცველის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

0.121483