იტალიური “კალიარი” ერთწლიანი პაუზის შემდგომ სერია A-ში დაბრუნდა. სარდინიულმა კლუბმა გუშინ სერია B-ს მე-40 ტურში გასვლაზე “ბარი” გაანადგურა (3:0) და უმაღლესი დივიზიონის საგზური ორი ტურით ადრე გაინაღდა.
“კალიარი” 77 ქულით მე-2 ადგილზეა და უახლოეს მდევარ “ტრაპანის” 11 ქულით უსწრებს. პირველი იღბლიანი კი, “კროტონეა”, რომელსაც 78 ქულა აქვს და იტალიური ფეხბურთის ელიტაში თამაში წინა ტურში დაიბევა.