ფეხბურთი

13:30 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემი” ბაჩუაის უმიზნებს

მიმდინარე პრემიერლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა “ვესტ ჰემი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. ბრიტანული გამოცემის The Guardian-ის ცნობით, “ჩაქუჩები” “მარსელის” თავდამსხმელის მიჩი ბაჩუაის დამატებას შეეცდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ “მარსელმა” მიმდინარე სეზონი საშინლად ჩაატარა, ბაჩუაის მაინც კარგი სეზონი ჰქონდა და მისი დამსახურებაა, რომ ზღვისპირელები ლიგა 2-ში არ ვარდებიან. 22 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 48 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ზემოთ ნახსენები წყაროს ცნობით, “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა მზადაა, რომ ბელგიელ შემტევში 31.5 მილიონი ფუნტი გაიღოს. ლონდონური კლუბის გარდა, მიჩით “იუვენტუსი”, “რომა”, “ტოტენჰემი” და “ვალენსია” ინტერესდებიან.

ბაჩუაის “მარსელთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

0.11679