ფეხბურთი

11:20 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთის ჩემპიონატში კამერუნელი ფეხბურთელი გარდაიცვალა (+VIDEO)

ბუქარესტის “დინამოს” კამერუნელი ფეხბურთელი პატრიკ ეკენგი, გუშინ “ვიტორულთან” ფრედ დასრულებული (3:3) შეხვედრის 70-ე წუთზე გარდაიცვალა...

26 წლის ფეხბურთელი ტრაგიკულ მომენტამდე 7 წუთით ადრე ჩაერთო თამაშში და უეცრად მოედნის ცენტრთან ჩაიკეცა. როგორც დადგინდა, კამერუნელს გულის შეტევა ჰქონდა. ის საავადმყოფოში უმალ გადაიყვანეს, თუმცა ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ეკენგი ფეხბურთის მოყვარულთათვის უცნობი მოთამაშე არ ყოფილა. ის გასულ წელს “კორდობაში” გამოდიოდა და ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლიც აქვს გატანილი. მას კამერუნის ნაკრების მაისური 2-ჯერ ჰქონდა მორგებული.

გუშინდელიდან მოყოლებული, მწუხარება უამრავმა კლუბმა და საფეხბურთო ორგანიზაციამ გამოხატა, მათ შორის ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა.

აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძეც გამოეხმაურა, რომელიც თითქმის 4 სეზონის განმალობაში ფრანგულ “ლე მანში” ეკენგის თანაგუნდელი იყო.

0.1264