სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:08 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურას” გასაჭირი: მარკიზიოს მერე ვერატიც - ოფიციალურად

იტალიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. როგორც საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” ვებგვერდი იუწყება, მარკო ვერატი საზარდულის ოპერაციას გაიკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საფრანგეთში გასამართ ევროპირველობაზე ვერ ითამაშებს. ანტონიო კონტესთვის ეს მეორე სერიოზული დანაკლისია და თანაც ისევ ნახევარდაცვის ხაზში – შეგახსენებთ, მანამდე “სკუადრა აძურას” კლაუდიო მარკიზიო გამოაკლდა.

ვერატი ოპერაციას ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიკეთებს, 16 მაისს.

არადა, ცოტა ხნის წინ, პსჟ-ს თავკაცი ლორან ბლანი ირწმუნებდა, რომ ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუკეთდებოდა ფეხბურთელს თუ სხვა გზა აღარ იქნებოდა. ბლანი ამბობდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერატი ითამაშებდა... როგორც აღმოჩნდა, ფრანგი სპეციალისტის ვარაუდი არ გამართლდა...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117679